ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის PASEO?
PASEO არის Stellar-ზე დაფუძნებული კრიპტოვალუტა.

როგორ უნდა მოვიპოვოთ PASEO?
თავდაპირველად შესაძლებელია მისი მოპოვება სიარულით და გავლილი ნაბიჯების PASEO-ზე გადაცვლით. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ წახალისდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი და შეიქმნას ჯანსაღი კრიპტოვალუტა.

როგორ უნდა ჩავერთო PASEO-ს სისტემაში?
სისტემაში ჩასართვად დაგჭირდებათ 2 მობილური აპლიკაციის ინსტალაცია თქვენს ტელეფონში - PASEO-ს მობილური აპლიკაციის (რომელიც ითვლის ნაბიჯებს) და Interstellar-ის საფულის ინსტალაცია (სადაც ჩაგერიცხებათ გამომუშავებული კრიპტოვალუტა). აპლიკაციების გამართვა, მეტი სიარული ფეხით და დღის ბოლოს გავლილი ნაბიჯების გადმოგზავნა. დეტალურ ინფორმაციას აპლიკაციებზე და მათ საბოლოო გამართვაზე მიიღებთ შემდეგ ბმულზე >>

როგორ დავაინსტალირო PASEO-ს მობილური აპლიკაცია?
მობილური აპლიკაციის ინსტალაცია მოხდება Google Play-დან. აპლიკაციაზე ბმულს ნახავთ ჩვენს ვებ გვერდზე. დეტალურ ინფორმაციას აპლიკაციაზე და მის საბოლოო გამართვაზე მიიღებთ შემდეგ ბმულზე >>

დღეში რამდენი ნაბიჯი უნდა გავიარო?
PASEO-ს მისაღებად აუცულებელია დღეში მნინიმუმ 5000 ნაბიჯის გავლა.

სად ჩამერიცხება გავლილი ნაბიჯების შესაბამისი PASEO?
PASEO ჩაგერიცხებათ Interstellar-ის საფულეზე.

როგორ დავაინსტალირო Interstellar-ის საფულე?
საფულეს გადმოწერთ Google Play-დან. აპლიკაციაზე ბმულს ნახავთ ჩვენს ვებ გვერდზე. დეტალურ ინფორმაციას აპლიკაციაზე და მის საბოლოო გამართვაზე  მიიღებთ შემდეგ ბმულზე >>

PASEO-ს სისტემაში ჩართვა ფასიანია?
ჩართვა ფასიანი არ არის, უბრალოდ აუცილებელია მინიმუმ 19,99 PASEO-ს  შეძენა, რომელიც დაგიჯდებათ თქვენს საფულეზე და რომლის მფლობელიც თქვენ იქნებით.

რამდენ PASEO-ს უდრის ერთი ნაბიჯი?
ნაბიჯი/ PASEO-ს კურსი იხილეთ ჩვენს ვებ გვერდზე www.paseocoin.com.ge. კურსი პერიოდულად შეიძლება შეიცვალოს.

როდის ჩამერიცხება PASEO?
PASEO  ჩაგერიცხებათ პირველად  ნაბიჯების გადაგზავნის დღესვე  და  შემდგომში დაგროვილი PASEO  ჩაგერიცხებათ თვეში ერთხელ.

რა მოხდება თუ დამავიწყდა დღის ბოლოს ნაბიჯების გადაგზავნა?
ნაბიჯების გადაგზავნა თუ დაგავიწყდათ იმ დღის PASEO-ს დაკარგავთ!

 

 

PASEO

გისურვებთ სიმდიდრეს და ჯანმრთელობას!